“ლელოს” ზუგდიდის ოფისის მენეჯერმა თენგიზ ქოჩუამ ორგანიზაცია დატოვა

- “ლელოს” ზუგდიდის ოფისის მენეჯერმა თენგიზ ქოჩუამ თანამდებობა და თავად “ლელო” უკვე დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს 2020 წლის 22 დეკემბერს, როცა “ლელოს” 1 წლის იუბილეა, სრულიად გულწრფელად და საუკეთესო სურვილებით ვულოცავ ყველა “ლელოელს” ამ ღირშესანიშნავ თარიღს.დღეს, ზუსტად ამ დღეს მინდა პატარა განცხადებით მოგმართოთ.ბოლო პერიოდში სრულიად მიზანმიმართულად მოხდა “ლელო-ზუგდიდის” და პირადად ჩემს მიმართ ბინძური კამპანიის აგორება. ეს იმდენად ამაზრზენი ფაქტი იყო, რომ არ მინდა ამდენი ტყუილ-მართალის ერთმანეთში აღრევა. არ მინდა ვიღაცის ბინძური თამაშების გამო ვინერვიულო, არ მინდა პირადად მე და ჩემი ოჯახი იმის ფიქრში იყოს, თუ კიდევ ახალი სიბინძურეები ვის თავში მოიხარშება.მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო “ლელო-ზუგდიდის” ოფისის მენეჯერის თანამდებობა. ვინაიდან არავითარი თანამდებოდა ჩემთვის არასდროს იყო თვითმიზანი.”ლელო” ერთი დიდი ოჯახია. “ლელო” საუკეთესო გუნდია… და იმედია “ლელო” საუკეთესო იქნება.დღეს, 1 წლის იუბელეზე გტოვებთ “ლელოელებო”…”-წერს საკუთარ გვერდზე თენგიზ ქოჩუა.




