მესტიიდან იმერეთისა და თბილისის მიმართულებით 150 ტურისტი ამ წუთებში გადაჰყავთ

- ამ წუთებში მესტიიდან იმერეთისა და თბილისის მიმართულებით 150-მდე ტურისტი გადაჰყავთ. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა STV NEWS-თან განაცხადა, უკვე არ არის ადგილები მესტიის სასტუმროებში, რადგან ოცივე სასტუმრო დაკავებულია.
რაც შეეხება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში გუშინ აღებული ბიოლოგიური მასალების პასუხებს, ნინო ვიბლიანის თქმით მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ აგვიანებს ტესტების პასუხი, ვიბლიანმა უპასუხა, რომ დაგვიანების მიზეზი გახდა წუხელ სვანეთში, კონკრეტულად კი სოფელ შავღელეში ჩამოწოლილი მეწყერი, რომელმაც მოძრაობა შეაფერხა.
გუბერნატორის მოადგილე მიიჩნევს, რომ ინფიცირებულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება, თუმცა ზუსტ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც ტესტების პასუხები გახდება ცნობილი.




