მესტიაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა

- მესტიაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჯამში სვანეთში კორონავირუსი სულ 30 ადამიანს დაუდგინდა. სულ ჯამში საქართველოს მასშტაბით კი დღეს გამოვლენილია 14 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა რაოდენობა 1278- მდე გაიზარდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4 – ით გაიზარდა და 1058-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 7208 ადამიანი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.




