ძლიერმა წვიმამ და უხვმა ნალექმა ფოთში პრობლემები შექმნა

- ძლიერმა წვიმამ და უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ფოთის მუნიციპალიტეტში. დაიტბორილია 10 ამდე ცენტრალური ქუჩა,საცხოვრებელი სახლის ეზოები და სახლის პირველი სართულები.
ადგილობრივების თქმით, ქალაქი ყოველი უხვი ნალექისას ამ პრობლემის წინაშე დგას, რადგან ქალაქში არსებული წყალგამტარი სისტემა სრულად უფუნქციოა. ფოთის მერიის ინფორმაციით, რვავე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს და ქუჩების დატბორვა უხვმა ნალექმა გამოიწვია.
მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და სატუმბი სადგური უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.




