სენაკში, ტაბიძისა და ნარმანიას ქუჩებზე რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს

- სენაკის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ამ ეტაპზე, რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით – 30, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ 9 ობიექტზე, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ წუთებში, ტაბიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება. სამუშაოებს შპს ,,ინდიკო“ ახორციელებს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს იგორ ნარმანიას პირველ ჩიხში.
სამუშაოებს შპს ,,კოლხიდა“ ახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ტაბიძისა და ნარმანიას ქუჩებზე, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი გაეცნენ.




