ზუგდიდის კლასტერი ფართოვდება – კორონავირუსი ტრაილერის მძღოლის კიდევ ერთ კონტაქტს დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ჩატარებულმა კვლევამ კორონავირუსზე კიდევ ერთი დადებითი პასუხი აჩვენა. მცირეწლოვანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის ნათესავია. მცირეწლოვანი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.
მანამდე კი კორონავირუსი დაუდასტურდა ტრაილერის მძღოლის დას და სიძეს, 40 წლამდე ასაკის ქალსა და მამაკაცს. STV-ს ინფორმაციით ისინი სამედიცინო დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს. სულ ამ დროისთვის ანაკლიის კარანატინში მძღოლის კლასტერის 27 წევრია, მათ შორის 15 არასრუწლოვანია.




