ინგა გრიგოლია: “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგით Tv პირველს არასდროს უმუშავია და არც მომავალში ვაპირებთ მუშაობას”

“ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგით Tv პირველს არასდროს უმუშავია და არც მომავალში ვაპირებთ მუშაობას,”-ამის შესახებ “ტელეკომპანია პირველის” გენერალურმა დირექტორმა ინგა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა და აღნიშნა რომ ნიკა მელია, რომელიც “რეაქციის” სტუმარი უნდა ყოფილიყო “ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაცემის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ჩახსნა.
“სტუმარი ჩახსნეს, თანაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გვითხრეს რომ ასე გადაწყვიტეს. უბრალოდ გადაწყიტეს და მორჩა. საბედნიეროდ “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგით Tv პირველს არც არასდროს უმუშავია და არც მომავალში ვაპირებთ მუშაობას. ამიტომ ვადარებ ხოლმე მე პირადად მთელ რიგ საკითხებში ხშირად ერთმანეთს ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებას – არც ნაცები და არც ქოცები დღევანდელ გადაცემაში,”-განაცხადა გრიგოლიამ.
მსგავსი სიახლეები
![შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა [სრულად]](https://api.stv.ge/uploads/2024/02/shalva-papuashvili-sinq-bevri-drosh.png)
შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა [სრულად]

დაპირისპირება და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციაში


