გახარია: არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სასწავლო პროცესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„მოგეხსენებათ, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილამდე, თუმცა ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, შანსი იმისა, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება.




