ჩხოროწყუში მოხალისეები მოქალაქეებს შორის დისტანციას აკონტროლებენ

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოხალისეებმა ბანკებში, აფთიაქებსა და სასურსათო მაღაზიებში რიგები გააკონტროლეს; მოხალისეთა ჯგუფის წევრები საქართველოს “წითელი ჯვრის” წარმომადგენლებმა გადაამზადეს .
მუნიციპალიტეტში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფი დაეხმარება რისკ ჯგუფში მყოფ ბენეფიციარებს. ისინი უზრუნველყოფენ სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებსა და სხვადასხვა ობიექტზე რიგების მოწესრიგებას, გააკონტროლებენ მოქალაქეებს შორის დისტანციას.
მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარებს კუთვნილ სადილს სახლში მიუტანენ.საჭიროების შემთხვევაში ასრულებენ ასევე სხვა დამატებითი სამუშაოებს.
საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის ნომერზე,ელექტრონულ მეილზე, ასევე მოგვწერონ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე:
- ☎ ცხელი ხაზი: 599856577; 599856565; 599850268; 599850175; ? ელ.ფოსტა: info.gamgeoba@gmail.com ? Fb: https://bit.ly/2W9iFOr #StopCov #StopCoV




