მეუფე პეტრე: მეუფე იაკობს ვენდობი, თუმცა მტკიცებულებები უნდა წარადგინოს

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე საეკლესიო სასამართლოს შექმნის მომხრეა. როგორც მან სინოდის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ყველა საკითხი კანონიკური სამართლით უნდა გადაწყდეს.
მან კომენტარი გააკეთა უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ ის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს უჭერს. ამ საკითხს მხარს უჭერს ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი: “გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს”, – განაცხადა მან.
რაც შეეხება სინოდის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, მიტროპოლიტი ანტონი ამბობს, რომ სამღვდელოება “სიტუაციაში გასარკვევად” არის საპატრიარქოში მისული.
“იქნება კითხვები, პასუხები და ვიმსჯელებთ. არც იმის საფუძველი მაქვს ვენდო [მეუფე იაკობს] და არც იმის, რომ არ ვენდო. მჭირდება მტკიცებულებები”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა. ამ საკითხზე კომენტირებისას მეუფე პეტრე ამბობს, რომ ის ენდობა მეუფე იაკობს და მის მიერ გაკეთებული განცხადების სჯერა. “მე მღვდელმთავარს ვენდობი, ვერ ვიტყვი რომ ცრუობს მაგრამ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები”, – თქვა მეუფე პეტრემ.
უკრაინის ავტოკეფალიაზე კითხვისას, პასუხია:გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს.
სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყო. საპატრიარქოს წინ უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.
8 ოქტომბერს მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა. მანამდე, 26 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თქვა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.
მსგავსი სიახლეები

მეუფე გერასიმე: არ უნდა იყოს ვაქცინა სავალდებულო, ვისაც უნდა გაიკეთებს ვისაც უნდა არა

მეუფე გრიგოლი: მეუბნებიან, რომ კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ ჩვენთვის მეუფე არის პეტრე


