წალენჯიხაში გაზიფიცირების სამუშაოების პირველი ეტაპი აქტიურ ფაზაში შევიდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, მერის პირველ მოადგილე ცოტნე შონიასთან და მერის თანაშემწე გიორგი კვარაცხელიასთან ერთად, ქალაქ წალენჯიხაში გაზიფიცირებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა .
პროექტს შპს „ ექსპრესსერვისი-2008“-ს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში მიწისქვეშა და მიწისზედა გაზსადენის მონტაჟთან ერთად რეგულატორებისთვის ინდივიდუალური განშტოებების მოწყობა განხორციელდება.
აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის 26 მაისს დაიწყო და 2019 წელს ქალაქის სრულ დაქსელვას ითვალისწინებს.




