“მოდელირებული ქრონიკის” ავტორი ზუგდიდის მერიის პრესსამსახურობაზე ოცნებობს?

მოდელირებული ქრონიკის ავტორი, ეკა წამალაშვილი სანდრა რულოვსის ზუგდში გამარჯვების შემთხვევაში მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელად განიხილება. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო STV-ს ინფორმირებულმა წყარომ უთხრა.
წყაროს ინფორმაციით, წამალაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც სანდრა რულოვსი ენდობა და მასთან ერთად მოძრაობს.
“წამალაშვილი რულოვსის ნდობით აღჭურვილი პირია, რომელსაც ყველაფერში ენდობა და უზიარებს. ყველა შეხვედრა და პიარ გეგმები მხოლოდ წამალაშვილთან ირკვევა. სანდრას მანქანაში დაცვასთან ერთად ვისაც აქვს უფლება ჩაჯდეს, ეს ეკა წამალაშვილია. როგორც შტაბში ამბობენ, რულოვსის გამარჯვების შემთხვევაში წამალაშვილი ზუგდიდის მერიის პრესსამსახურს ჩაიბარებს”,-აცხადებს STV-თან ინფორმირებული წყარო.
ცნობისთვის, “მოდელირებულ ქრონიკას”, რომელიც საქართველოში ომის დაწყების ცრუ პროპაგანდა იყო, 2010 წლის 13 მარტს მასობრივი დაშოკვის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.
ერთ-ერთი გარდაცვლილის, გაიოზ ოდიშელიძის ოჯახმა პროკურატურას საჩივრით 2010 წელსვე მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ადეიშვილის უწყებამ ამ საქმის გამოძიება არ ისურვა.




