საპროტესტო აქცია ხობში – მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

საპროტესტო აქცია გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში. ადგილობრივები გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ითხოვენ და აცხადებენ რომ ეს პრობლემა წლებია მოუგვარებელია.
,,წლებია გზა უმძიმეს მდგონარეობაშია.ვითხოვთ დახმარებას და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით არაერთხელ მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ.თუ ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავთ,”- აცხადებენ ადგილობრივები.
როგორც ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, საკითხზე უკვე მუშა პროცესი მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა მოუგვარდებათ.




