ენგურს გამოღმიდან გამოთქმული კიდევ ერთი სამძიმარი
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ პირველ ოტობაიაში 70 წლის გ.თ.ს დაკრძალვაზე ნათესავები ვერ მოხვდენ და ისინი ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, ენგურს გამოღმიდან ემშვიდობებიან მიცვალებულს.
როგორც გარდაცვლილის ნათესავები ამბობენ, მათ არ მიეცათ ოკუპირებულ ოტობაიაში შესვლის საშუალება და ამ ფორმით გამოთქვამენ სამძიმარს.
ისინი ხელისუფლებასა და შესაბამის ორგანოებს დახმარების თხოვნით მიმართავენ.



