ზუგდიდში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის რიგით მესამე კონფერენცია ჩატარდა
თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს ზუგდიდში, სადაც საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის რიგით მესამე კონფერენცია ჩატარდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მეთხილეობის დარგის განვითარების მნიშვნელობას. ასევე დეტალურად ისაუბრა სახელმწიფო ხედვასა და თზილის კულტურის დაცვის მიზნით დაგეგმილ ხელშემწყობ ღონისძიებებზე.
კონფერენციის მუშაობაში 400-ამდე ფერმერი, მსზვილი მწარმოებლები, ექსპორტიორები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



![ჯან-მედის ორგანიზებით ზუგდიდში მესამე საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია ჩატარდა [R]](https://api.stv.ge/uploads/2025/10/lela--960x540.jpg)
