ეროვნული ბანკი და „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ ზუგდიდის უნივერსიტეტში ახალგაზრდულ ინოვაციების ბანაკს უმასპინძლებენ

7 ოქტომბერს, ზუგდიდში, ფინანსური განათლების წლის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი და „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ფინანსური წიგნიერების თემაზე ახალგაზრდულ ინოვაციების ბანაკს უმასპინძლებენ.
ღონისძიება ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით წელს მეორედ ტარდება. ინოვაციების ბანაკი ფინანსური წიგნიერების თემაზე – ეს არის იდეების გენერირების 12-საათიანი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გუნდურად იმუშავებენ კონკრეტული ბიზნეს და საგანმანათლებლო გამოწვევის გარშემო.
ახალგაზრდების ამოცანა იქნება წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებითა და ინოვაციური გზებით გადაჭრან არსებული პრობლემები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ 15-დან 18 წლამდე ასაკის 120-ი ახალგაზრდა აჭარის, გურიის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებიდან.
ღონისძიება გასტანს მთელ დღეს, დასასრულს თითოეული გუნდი წარმოადგენს ბიზნეს-გეგმას, რის საფუძველზეც კომპეტენტურმა ჟიურიმ უნდა გამოავლინოს გამარჯვებული გუნდი, რის შემდეგაც გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი, გამარჯვებულებსა და ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცემათ საჩუქრები.
მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის უნივერსიტეტში ფინანსური წიგნიერების თემაზე ახალგაზრდულ ინოვაციების ბანაკს უმასპინძლა

ეროვნული ბანკი: ინფორმაცია, თითქოს Visa და Mastercard-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება, დეზინფორმაციაა


