ოპოზიციის და ადილობრივი ხელისუფლების შეფასებები ზუგდიდის მერის განცხადებაზე

ენმ-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის კოორდინატორის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც ლაშა გოგიას სავარაუდო ბრალეულობას ამტკიცებს, ის “ქართულმა ოცნებამ” მაინც ფრაქციის თავმჯდომარედ დატოვა. ამის შესახებ ზოდელავამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
,,მთელმა საქართველომ მოისმინა ის რაც ხდებოდა ამ ადამიანის კაბინეტში, მაგრამ მიუხედავად ამისა ქართულმა ოცნებამ გადაწვიტა ეს მექრთამე, ჩასვრილი ადამიანი დატოვა პრაქციის თავმჯდომარედ.აგერ მოვა არჩევნები და ნახავენ რა პასუხს გასცემს მათ მოსახლეობა,”- აცხადებს ზოდელავა.
ზუგდიდის ყოფილი მერის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა “ევროპული საქართველოც”. პოლიტიკური პარტიის წარმამადგენლისა და ზუგდიდის საკრებულოს წევრის, ბათლომე შელიას განცხადებით, ზუგდიდის ყოვილი მერის განცხადება იყო დაცინვის ტოლფასი.
“მერის დღევანდელი განცხადება არის საზოგადოების დაცინვა. ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობა სრულად აიღოს მმართველმა გუნდმა, პოლიტიკური გადაჯგუფებით არიან დაკავებული. უფრო მეტიც, უკვე ყოფილმა მერმა მომავალ არჩევნებზეც კი დაიწყო გათვლების გაკეთება. სრულ უპასუხისმგებლობასთან ერთად, საქმე გვაქვს პოლიტიკურ უზნეობასთან. ადამიანი რომელიც საკუთარ თანაგუნდელებს დედას აგინებს ვიღაც ბიზნესმენთან მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი კორუფციული ვალდებულებების არშესრულება გადაფაროს, დღეს პოლიტიკური გადაჯგუფებით ისევ რჩება მმართველი პარტიის სათავეში.
ეს არ არის არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. ეს არის ჩვეულებეივი პოლიტიკური გადაჯგუფება საზოგადოების თვალის ასახვევად და გავლენების შესანარჩუნებლად. საკრებულოს ღირსების საკითხია გოგიას და მისი მარჯვენა ხელის მაიზერ ნანავას დღევანდელი პოლიტიკური გადათამაშების მშვიდად გატარება. როგორც პოლიტიკური, ასავე ადამიანური ღირსების საკითხი”-ახადებს ზუგდიდის საკრებულოს წევრი. ფრაქცია :ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ბათლომე შელია.
ოპოზიციის კრიტიკას ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია პასუხობს. წოწერიას განცხადებით, ლაშა გოგიამ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე. საკრებულოს თავმჯდომარეს სჯერა ობიექტური გამოძიების.
” ლაშა გოგიამ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე, ჩვენ ვცდილობთ არ გამოვიდეთ ემოციური განწყობებით და არ გამოვიდეთ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, გვჯერა ობიექტური გამოძიების. გვწამს მალე ლოგიკურ დასასრულამდე მივალთ და გავიგებთ სრულ სიმართლეს,”-აღნიშნა წოწერიამ.



