თამუნა ჯიქია – ძალიან მალე ყველა კითხვას პასუხი გაეცემა

ზუგდიდის საკრებულოს ყველაზე დიდი ფრაქციის “ქართული ოცნების” თავმჯდომარე თამუნა ჯიქია ზუგდიდის მერის გადადგომას ეხმაურება. მან სოციალურ ქსელში აღნიშნულთან დაკავშირებით შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ბევრი ომი გამოვიარეთ, ბევრ სიძნელეს გავუმკლავდით, ბევრ წარმატებას მივაღწიეთ ერთად, ამიტომაც დანამდვილებით ვიცი რას წარმოადგენ, რა გიკეთებია ხალხის საკეთილდღეოდ და რა გეგმები გქონდა მუნიცაპალიტეტის განსავითარებლად. ამ ნაბიჯით კოდევ ერთხელ დაამტკიცე რომ სუფთა სინდისი და ღირსება შენთვის ყველაზე პრიორიტეტულია. ძალიან მალე ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და ვერავინ იტყვის თეთრზე შავიაო. მადლობა იმისთვის, რასაც შენი მუნიციპალიტეტისთვის, შენი მოსახლეობისთვის აკეთებდი. ვიცი, რომ კვლავ იქნები შენი ქვეყნისა და ხალხის სამსახურში. წარმატებები ყველგან და ყოველთვის!’-წერს თამუნა ჯიქია facebook-ის საკუთარ გვერდზე.
მსგავსი სიახლეები

ბიძინა ივანიშვილი: არჩევნების მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდ აქვე გავუსვამ ხაზს, რომ ყველა დღეს, სანამ ომი არ დასრულდება, შეიძლება პირობითად „მეორე დღე“ უწოდო, იმიტომ, რომ იქნება ძალიან დაძაბული ველი

ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეული 94 ბიოლოგიური ნიმუშიდან ყველა პასუხი უარყოფითია


