წალენჯიხაში სამედიცინო დაწესებულებები COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში განხორციელებული აქტიური მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ

ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში განხორციელებული აქტიური მონაწილეობისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ სს „ ევექსის“ წალენჯიხის კლინიკას, წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრებს, ჯვარის დვნილთა ამბულატორიას, ქალაქ ჯვარის პოლიკლინიკას, ჯვარის საექიმო ამბულატორიას, ქალაქ ჯვარის საავადმყოფო-„ენგურჰესს“, ქალაქ მოხალისეთა ჯგუფს, წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სამმართველოს .
მადლობის სიგელები აღნიშნულ ადრესატებს გადასცეს და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადეს პანდემიის ჟამს ნაყოფიერი მუშაობისათვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს სამედიცინო პერსონალთათვის და ყველა იმ მოხალისეთათვის მადლობის სიგელით დაჯილდოვებას, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს COVID19-თან წინააღმდეგ ბრძოლაში.




