ადამიანები, რომლებიც ზუგდიდის მერიაში მრავალი წელია მუშაობს (R)

ისინი მრავალი წელია მუშაობენ ზუგდიდის მერიაში და კეთილსინდისიერად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.
მათ არა აქვთ თანამდებობები, გვხვდებიან ყველგან- ქუჩებში, დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, სკვერებში, სატვირთო ავტომანქანებში. შეუმჩნევლად შრომობენ…
ურთიერთობების და სიყვარულის ქალაქს -ზუგდიდს, ყოველდღიურ რეალობას უქმნიან საკუთარი შრომით.
სწორედ ეს ადამიანები უნდა გაგაცნოთ- ზუგდიდისთვის მშრომელი ადამიანები.
ჩვენ მათ ვესაუბრებით, ვიღებთ რჩევებს, სხვადასხვა სერვისებს, ვიძახებთ რთულ სიტუაციებში, ვანდობთ ჩვენს ქალაქს.
და მაინც, ჩვენ მათ არ ვიცნობთ.













