მომსახურეობის სააგენტო 5 და 6 იანვარსაც იმუშავებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონსახურეობის სააგენტოს ოფისები უქმეებზე 5 და 6 იანვარს ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს:
,,გამოცხადებულ უქმე დღეებში - 5 და 6 იანვარს სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული ჩვეულ რეჟიმში, 09:30 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს”, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



