ჭუბერსა და ნაკრაში ადგილობრივების მოთხოვნით ტრენინგი ჩაატარდა

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „ნენსკრა ჰიდრომ“ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში ერთობლივი ტრენინგი ჩაატარეს.
ტრენინგის ჩატარება მიზნად ისახავდა დაინტერესებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და მართვის შესახებ პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებას. ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ნენსკრა ჰესის პროექტის ე.წ. „თემის განვითარების პროგრამის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
თავის მხრივ, „თემის განვითარების პროგრამა“ საგანგებოდ შექმნილი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ჭუბერსა და ნაკრაში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, პროფესიული განათლების დაფინანსებას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.
მსგავსი სიახლეები

ჭუბერსა და ნაკრაში საკვები პროდუქტები დარიგდა

სეტყვამ სალხინოსა და დიდიჭყონში ადგილობრივების ნაწილის ყანები და ვენახი დააზიანა




