ზუგდიდის 67 ოლქში 107-ე უბანი დროულად და ყოველგვარი ექსესების გარეშე გაიხსნა

ზუგდიდის 67 ოლქში 107-ე უბანი დროულად და ყოველგვარი ექსესების გარეშე გაიხსნა. ამის შესახებ 67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა განაცხადა. მისივე თქმით, ჯერჯერობით არცერთ უბანზე არანაირი სახის დარღვევა არ დაფიქსირებულა.
საკუთარი არჩევანი გააკეთა უკვე პირველმა ამომრჩეველმაც. მისი თქმით, მან ხმა საქართველოს ევროპულ განვითარებას მისცა.
ცნობისათვის, ზუგდიდს 67-ე საარჩევნო ოლქს 120. 219 ამომრჩეველი ყავს.






