30 ივლისს მარტვილში „გუფი ლენდი“ და „ფორტე“ იმღერებენ

30 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მარტვილის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე „მუსიკალური საღამო“ გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პროგრამა:
19:00-22:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
19:00-21:00 – საბავშვო სივრცე: ანიმატორი,ზღაპრის გმირები, სახეზე მოხატვა
19:00-19:50 – კვების სივრცე
19:00-19:50 – ჟირაფი ჟოზეს საბავშვო სპექტაკლი
20:00-22:00 – ჯგუფი „გუფი ლენდი“, ჯგუფი „ფორტე“






