ვიქტორია ზაქარაია: მადლობა ზუგდიდის მერიას სტუდენტების აქტიური მხარდაჭერისა და წახალისებისთვის

ზუგდიდის მერიის სტიპენდიატი ვიქტორია ზაქარაია, ზუგდიდის მერიას სტუდენტების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის:
„შარშან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია მოვიპოვე, მაგრამ დასკვნით ღონისძიებაზე ჩამოსვლა ვერ მოვახერხე და დღეს, როცა ახალი განცხადება შევიტანე მოულოდნელად ძველი სერტიფიკატიც გადმომცეს.
ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენდით, უბრალოდ მინდა, მადლიერება გამოვხატო ზუგდიდის მერიის მიმართ, სტუდენტების აქტიური მხარდაჭერისა და წახალისებისთვის და ასევე იმ სითბოსთვის, დახმარებისა და ყურადღებისთვის, რომელსაც იქ მყოფი ადამიანებისგან ვიღებ ყოველ ჯერზე! მე კი ყოველთვის ვეცდები ღირსეულად გავუზიარო ჩემი ცოდნა სხვა ადამიანებს!“
მსგავსი სიახლეები

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი - მინდა მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს და თითოეულ დიპლომატს

ზუგდიდის მერიას და საკრებულოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი შედეგი აქვთ




