გურიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მესტიასა და წალენჯიხაში დაგეგმილი კონცერტები გადაიდო

გურიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მესტიასა და წალენჯიხაში დაგეგმილი კონცერტები გადაიდო, ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
,,სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია და რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ გურიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებენ სტიქიის შედეგად, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა, ახლობლებს, გურიის რეგიონსა და სრულიად საქართველოს.
გაცნობებთ, რომ გურიაში განვითარებული მოვლენების გამო, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 9 სექტემბერს, მესტიაში და 10 სექტემბერს წალენჯიხაში, დაგეგმილი ,,მუსიკალური საღამოები” არ გაიმართება.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.






