იუსტიციის სამინისტრომ ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა

იუსტიციის სამინისტრო ფარცხალაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან.“ ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





![ზუგდიდში ლეგენდარული ფეხბურთელის ოთარ გაბელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F02%2F623550277_1317312403757444_8588264175123660886_n-1770045401251.jpg&w=3840&q=75)
