ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიციონერებს, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ მხოლოდ ერთი ინტერესი, რომ ხელი შეუშალონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

ოპოზიციონერებს, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულები არიან ამ ოპოზიციურ ძალებთან, აქვთ მხოლოდ ერთი ინტერესი, რომ რამენაირად ხელი შეუშალონ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, მათი მიზანია, ეს გამოიყენონ ქვეყანაში დესტრუქციისთვის.
„რამდენიმე აღიარება მოვისმინეთ ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან, თავის დროზე თვითონაც მონაწილეობდნენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ხოლო დღეს ცდილობენ რაიმენაირად ჩამოირეცხონ ის სირცხვილი, რომელიც გამოიხატება მათი მხრიდან ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებში“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.






