stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

    სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

27 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1602

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4301

დღის ამბები

2588

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

125

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

211

სამართალი

182

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

პოლიტიკა

მმართველი გუნდი მიდგომებს ცვლის – „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრა დასრულდა

01.11.2018 / 1 ნოემბერი 2018
მმართველი გუნდი მიდგომებს ცვლის – „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრა დასრულდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრა დასრულდა, სადაც გუნდი წინასაარჩევნო მოკლევადიან და არჩევნების შემდეგ გრძელვადიან სტრატეგიაზე შეთანხმდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ მეორე ტურისთვის უფრო გააქტიურდებიან და ამომრჩეველთან მეტი კომუნიკაციის დამყარებას შეეცდებიან.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, კარლო კოპალიანის თქმით, მეორე ტურისთვის გუნდი მიდგომას შეცვლის და უფრო გააქტიურდება.

„ჩვენ აბსოლუტურად შევცვლით მიდგომებს, ვიმუშავებთ ძალიან სერიოზულად და მინდა დაგარწმუნოთ, რომ 1000-პროცენტიანი მოვიგებთ. ყველა დიდ ქალაქში ჩვენ ცუდი შედეგები გვაქვს, უფრო მოვეფერებით, უფრო მივალთ, დავინტერესდებით მათი პრობლემებით და აქედან გამომდინარე, შედეგსაც დავდებთ,“ – განაცხადა კარლო კოპალიანმა.

პირველ ტურში სასურველი შედეგის ვერ მიღებას პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ წევრი, მირიან წიკლაური განმარტავს და ამბობს, რომ გუნდმა სრული მობილიზაცია ვერ შეძლო.

მირიან წიკლაური ამბობს, რომ გუნდის ზოგიერთმა წევრმა, შეიძლება ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება წინასაარჩევნოდ.

„ბატონი ბიძინა, რა თქმა უნდა, განუზომელია მისი ავტორიტეტი და ალბათ, ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იქნება ამ არჩევნებში,“ – განაცხადა წიკლაურმა.

პირველ ტურში დაშვებული შეცდომების გაანალიზებისკენ მოუწოდებს თანაგუნდელებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი.

„საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა აღარ დაგვიჭირა ხელი. ანუ ჩვენ მიერ აღებული ხმების რაოდენობა არის მცირე. შიში ამ შემთხვევაში არ არის, პოლიტიკური გზავნილი არის საზოგადოების მხრიდან, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა თქვა, რომ მე რაღაც არ მომწონს, შესაბამისად, ჩვენ უნდა დავაკორექტიროთ,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

Banner 1
წინა პოსტი

ვაშაძე: “აბდალაძე არასოდეს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში”

შემდეგი პოსტი

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი დაკავებულია

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

საოლქო ორგანიზაციების თავმჯდომარეები “ქართული ოცნების” ოფისში შეიკრიბნენ

საოლქო ორგანიზაციების თავმჯდომარეები “ქართული ოცნების” ოფისში შეიკრიბნენ

„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში [სრულად]

„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში [სრულად]

“ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრა ზუგდიდში ამ დრომდე გრძელდება

“ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრა ზუგდიდში ამ დრომდე გრძელდება

დღის ამბები

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

ზუგდიდში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომელთაც 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ

ხობის მერი დავით ბუკია ნოჯიხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხობში ხელოვნურსაფარიანი ორი მინი სტადიონი შენდება