stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

    სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

27 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1602

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4301

დღის ამბები

2588

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

125

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

211

სამართალი

182

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბები

ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში ახალგაზრდებს წარუდგინა

12.12.2023 / 12 დეკემბერი 2023
ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში ახალგაზრდებს წარუდგინა

ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებს წარუდგინა.


მერმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ კუთხით არსებულ სხვადასხვა პროექტებზე ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მოეწყობა ახალგაზრდული ცენტრი, სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკის არქივი, საგამოფენო სივრცე, საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის, სივრცე ინტერაქტიული სწავლებისთვის.

მამუკა წოწერიამ ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აღნიშნა, რომ მათი საინტერესო ინიციატივები აუცილებლად გახდება სამოქმედო გეგმის ნაწილი.


„ძალიან მნიშვნელოვან სეგმენტთან-ახალგაზრდებთან გვქონდა შეხვედრა. აქტიური ახალგაზრდები გვყავს, რომლებსაც ძალიან საინტერესო ინიციატივები აქვთ. ეს ინიციატივები აუცილებლად გახდება ჩვენი სამოქმედო გეგმის ნაწილი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია სათათბიროს როლი ახალგაზრდების განვითარების საქმეში, რომელთაც ჩვენ ვანდობთ ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებას. ჩვენი მიდგომა არის ვაკეთოთ საქმე ახალგაზრდებისთვის, მათივე ჩართულობით“-აღნიშნა მამუკა წოწერიამ. მერმა შეხვედრაზე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაზე ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, ზუგდიდი არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერას ახორციელებს.


ასევე, ამავე პროგრამით 2022-2023 სასწავლო წლისთვის, მერის სტიპენდია 82 სტუდენტს დაენიშნა.


აღსანიშნავია კიდევ ერთი პროგრამა, ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება. პროგრამის მიზანია ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშაონ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებზე (ადგილობრივი/დევნილი) ორიენტირებული პროექტები. 


მერმა პრემიერის ინიციატივაზე საქართველოს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამაზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 35 000 000 ლარია გამოყოფილი. 


მამუკა წოწერიამ ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება. 


ცნობისთვის, „EU4Culture“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომლის მთავარი ფოკუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებში კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერაა. პროექტი ხორციელდება საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის (მთავარი პარტნიორი და პროექტის განმახორციელებელი), დანიის კულტურის ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ.
აღსანიშნავია, რომ „EU4Culture“ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნის: აზერბაიჯანის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის 70-მა ქალაქმა. სტრატეგიების შეფასების შემდეგ, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების კონსორციუმმა, ზუგდიდი გამარჯვებულ ქალაქად გამოავლინა.
შეხვედრის დასასრულს მერმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და პრობლემების გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს.

Banner 1
წინა პოსტი

მერაბ ქვარაია თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

შემდეგი პოსტი

დადიანი პროდაქშენი პიარის და მარკეტინგის სფეროში პირველი კომპანიაა, რომელიც ინტეგრირებული ვებ გვერდით მომხმარებელს სერვისის ონლაინ შერჩევას და ყიდვას სთავაზობს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა

ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა

ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში წარადგინა

ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში წარადგინა

ზუგდიდის მერმა გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა

ზუგდიდის მერმა გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა

დღის ამბები

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

ზუგდიდში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომელთაც 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ

ხობის მერი დავით ბუკია ნოჯიხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხობში ხელოვნურსაფარიანი ორი მინი სტადიონი შენდება