აბაშის მუნიციპალიტეტის იუმორისტული გუნდი, „სულგუგუნი“ „ქართული ლიგის“ 2023 წლის გამარჯვებულია

აბაშის მუნიციპალიტეტის იუმორისტული გუნდი, „სულგუგუნი“ „ქართული ლიგის“ 2023 წლის სეზონის გამარჯვებულია. აბაშის მერია გუნდს გამარჯვებას ულოცავს:
„ვულოცავთ გუნდის წევრებს ჩემპიონობას, წარმატებას ვუსურვებთ მათ. ასევე ვულოცავთ აბაშელებს, თითოეულ გულშემატკივარს ამ გამარჯვებას. მადლობას ვუხდით პროექტ „ქართული ლიგის“ ორგანიზატორებს, ჟიურის წევრებს, ყველა მონაწილე გუნდს, გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის.“ – წერია აბაშის მერიის მიერ გავრცელებულ მილოცვის ტექსტში.






