სალხინოსა და წყემში უკანონო სახერხები აღმოაჩინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იანვარის თვეში, სამეგრელოსა და აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას თავად დეპარტამენტი ავრცელებს.
„2 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლენილია სამეგრელოში. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოსა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემში, მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბესელაშვილებში (კლდისუბანი), მოქალაქეს სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ლენტური ტიპის სახერხი საამქრო უკანონოდ ჰქონდა მოწყობილი.
ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.






