stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

    სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

27 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1603

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4302

დღის ამბები

2589

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

125

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

211

სამართალი

182

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბებიეკონომიკა

ფოთის პორტი: მზად ვართ პორტის გაფართოების პროექტში მინიმუმ 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ

12.03.2024 / 12 მარტი 2024
ფოთის პორტი: მზად ვართ პორტის გაფართოების პროექტში მინიმუმ 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ (სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“) მზად არის პორტის გაფართოების პროექტში მინიმუმ 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობა მიიღებს განკარგულებას და გასცემს თანხმობას „ეიპიემ ტერმინალს ფოთთან“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს.

ფოთის პორტისვე ცნობით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ სურვილი და მზაობა არსებული ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების შესახებ რამდენიმე წლის წინ გამოთქვა. ფოთში ახალი სანავსადგურე ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობის ზრდას საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გავლით, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკისა და შუა დერეფნის განვითარებაში. პორტის გაფართოების შედეგად რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება, რომელთა სრული უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

ინფორმაციის თანახმად, ინვესტიციის ნაწილი მოხმარდება თანამედროვე ტექნოლოგიებსა და აღჭურვილობას. პირველად საქართველოს ნავსადგური აღჭურვილი იქნება ელექტროენერგიაზე მომუშავე Ship-To-Shore საკონტეინერო პროფილის ამწეებით, რომელთა საშუალებითაც “ეიპიემ ტერმინალს” ფოთი შეძლებს მსოფლიო დონის მომსახურება და პროდუქტიულობა შესთავაზოს ფოთში შემოსულ გემებს. ამავდროულად, პროექტის განხორციელება, ფოთის საზღვაო ნავსადგურის [საკონტეინერო] ტვირთების წლიურ გამტარუნარიანობას მინიმუმ 400 000 TEU-თი გაზრდის, საერთო წლიური გამტარუნარიანობა კი მილიონ TEU-ს გადააჭარბებს.

„ეს ევროპული ინვესტიცია ახალ სიცოცხლეს შესძენს ფოთსა და საქართველოს. ფოთის საზღვაო ნავსადგური წარმოადგენს ევროპასთან დამაკავშირებელ ძირითად კარიბჭეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის და ამიტომაც სრულ ძალისხმევას ვდებთ რათა გავაფართოოთ და განვავითაროთ ჩვენი ნავსადგური, მისი ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა ახალი, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნიკის გამოყენებით და ასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნით“, – „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მმართველი დირექტორი, ამბობს ხულიან ფერნანდესი.

ფოთის პორტის განმარტებით, გაფართოების პროექტი ამჟამინდელი პორტის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელდება, ეტაპობრივად, 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციით.

„ჩვენ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით საქართველოს მთავრობასთან და დარწმუნებულები ვართ, რომ მთავრობის მხარდაჭერა უმოკლეს ვადაში უკვე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გამოიხატება. ეს საშუალებას მოგვცემს გადავიდეთ პროექტის განხორციელების ეტაპზე, რადგან „ეიპიემ ტერმინალსი“ სრულ მზადყოფნაშია დაიწყოს გაფართოების პროექტის აღსრულება“, – დასძინა ხულიან ფერნანდესმა.

მათივე ცნობით, გაფართოების პროექტის პირველი ფაზა მოიცავს 6,8 ჰექტარი საკონტეინერო ტერიტორიის განვითარებას, ახალ 330 მეტრიან ნავმისადგომს, 1.5 კილომეტრის სიგრძის ტალღმჭრელი მოლის მშენებლობას, შესასვლელი არხის, მოსაბრუნებელი აუზისა და ნავმისადგომის აკვატორიის მოწყობას და ორი Ship-to-Shore საკონტეინერო პროფილის ამწის დამონტაჟებას. 2 Classification : Public პროექტის დასრულების შემდეგ, გაფართოებული ნავსადგური შეძლებს მიიღოს და დაამუშაოს 13.5 მეტრამდე წყალშიგის მქონე გემები – ყველაზე დიდი გემები, რომლებსაც შეუძლიათ შავ ზღვაში შესვლა. მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება დაგეგმილია დაახლოებით 36 თვეში, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობასა და ხელშეწყობაზე, რათა დროულად მივიღოთ ყველა აუცილებელი ნებართვა.

ცნობისთვის, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ არის საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირი, რომლის წილთა 100%-ის მესაკუთრეს წარმოადგენს APM Terminals B.V.

„ეიპიემ ტერმინალსი“ არის Maersk ჯგუფის წევრი კომპანია, რომლის სათავო ოფისიც ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში მდებარეობს. კომპანია ახორციელებს 62 სანავსადგურე ინფრასტრუქტურის და ტერმინალის ოპერირებას მსოფლიოს 35 ქვეყანაში. APM Terminals-ი 2011 წლიდან უზრუნველყოფს ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერირებას მისი შვილობილი კომპანიის სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მეშვეობით. „ეიპიემ ტერმინალს“ ფოთი ბაზრის მთავარი მოთამაშეა კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში და მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნის და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ განვითარებაში. „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ არის ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი და მუდმივად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Banner 1
წინა პოსტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ახალი ვერტმფრენი გადაეცა

შემდეგი პოსტი

ბედნიერების კვირეულში მონაწილეობას ენეთმეცნიერი და ფილოლოგიის დოქტორი ცირა ბარბაქაძე მიიღებს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ფოთში მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალი გაიხსნა – ინვესტიცია 31.5 მილიონი აშშ დოლარია

ფოთში მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალი გაიხსნა – ინვესტიცია 31.5 მილიონი აშშ დოლარია

სავალუტო ჯიხურებში აშშ დოლარის ფასი გაიზარდა

სავალუტო ჯიხურებში აშშ დოლარის ფასი გაიზარდა

ფოთის პორტის ისტორიაში ყველაზე დიდი გემი შევიდა

ფოთის პორტის ისტორიაში ყველაზე დიდი გემი შევიდა

დღის ამბები

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

ზუგდიდში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომელთაც 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ

ხობის მერი დავით ბუკია ნოჯიხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხობში ხელოვნურსაფარიანი ორი მინი სტადიონი შენდება