ოკუპირებული აფხაზეთი ფესტივალისთვის ემზადება, სადაც მონაწილეობას რუსი და ბელორუსი ახალგაზრდები მიიღებენ

ოკუპირებული აფხაზეთი მზადაა უმასპინძლოს ახალგაზრდულ ფესტივალს რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობას რუსეთის ფედერაციის და ბელორუსის ახალგაზრდა მოქალაქეები მიიღებენ.
„2024 წელს ახალგაზრდული ფესტივალის „აფხაზეთი-რუსეთი-ბელარუსის“ ჩატარების იდეაა ვამუშავებთ. ამის შესახებ თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა. ინფორმაციას აფხაზური ინტერნეტგამოცემები ავრცელებენ.






