stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

    სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

27 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1604

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4303

დღის ამბები

2590

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

125

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

211

სამართალი

182

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბებიდღის ამბები

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მეთხილე ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვა დაიწყო

03.04.2024 / 3 აპრილი 2024
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მეთხილე ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვა დაიწყო

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის პარალელურად, აგროქულების დარიცხვის პროცესი დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში თხილის კადასტრში დარეგისტრირებულ ყველა ფერმერს შესაბამისი ქულები დაერიცხება.

„პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 40,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული.

მეთხილე ფერმერებმა თხილის კადასტრში რეგისტრაციისათვის სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებს უნდა მიმართოთ. ბაღების რეგისტრაცია 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით განხორციელდება. ქვეყნის მასშტაბით, სოფლის განვითარების სააგენტოს 9 რეგიონული სამსახური ფუნქციონირებს. სოფლებში თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელების ფერმერებთან შეხვედრები უკვე ჩატარდა.

სოფლის განვითრების სააგენტო ფერმერებს და დაინტერესებულ მხარეებს შეახსენებს, რომ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი, ჯამურად არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით.

პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე https://myliberty.ge/?id=agro სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 აგვისტო.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, აგრობარათზე ქულა დაერიცხა 61,418 უნიკალურ ბენეფიციარს, ფართობმა შეადგინა 43,952 ჰა. დარიცხული ქულების ეკვივალენტი ოდენობაა 21,976,355 ლარი, საიდანაც ბენეფიციარების მიერ განაღდებულია 20,922,693 ლარი.

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა“, – ნათქვამია უწყების მერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Banner 1
წინა პოსტი

გამჭვირვალობის კანონზე: ანალოგიური კანონები მოქმედებს აშშ-ში, ისრაელსა და ავსტრალიაში, განხილვა აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთსა და უკრაინაში

შემდეგი პოსტი

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში უკვე დაინიცირდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

მარტვილში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

მარტვილში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

წალენჯიხაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

წალენჯიხაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

წალენჯიხაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

წალენჯიხაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

დღის ამბები

სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

ზუგდიდში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომელთაც 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ

ხობის მერი დავით ბუკია ნოჯიხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო