ჩხოროწყუში 2012 წლიდან დღემდე 7 ახალი ბაღი აშენდა, ხოლო 12-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ჩხოროწყუში “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში 2012 წლიდან დღემდე 7 საბავშვო ბაღის აშენდა, ხოლო 12 სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
როგორც ჩხოროწყუს მერიაში აცხადებენ, საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ამასთან, მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა. ბაღები აღიჭურვა საჭირო ინვენტარით.
ცნობისთვის, 7 ბაღის აშენებისთვის 1 762 829 ლარი დაიხარჯა.






