წალენჯიხაში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით წყალმომარაგების სამუშაოები დაიწყო

ქალაქ წალენჯიხის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ წალენჯიხაში წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს.
მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გიორგი გუგუჩიამ, მოადგილე ნუკრი ხასიამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ, დირექტორის მოადგილემ, აკაკი მშვიდობაძემ, და კონტრაქტორი კომპანიის ამხანაგობა ,, ინვესტ გრუპი”-ის წარმოომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს.
სამუშაოების ფარგლებში აშენდება: წყლის გამწმენდი ნაგებობა, წყლის სათავე ნაგებობები, რეზერვუარი. მოეწყობა 60 კმ წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ჭაბურღილებს.
პროექტზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 25 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. 2025 წლის ბოლოსთვის 3 650 -მდე ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.






