ავთანდილ გაბელაიამ პარტია ნაციონალური მოძრაობა და ფრაქცია დატოვა

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ავთანდილ (ტუზა) გაბელიამ პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ფრაქცია დატოვა.
“ვტოვებ პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.” – წერს გაბელია სოციალურ ქსელში.
გაბელაია ენმ-ის ახალ მენეჯმენტს თავიდანვე დაუპირისპირდა, ის ნიკა მელიას გუნდს მიეკუთვნება.






