stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

    სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

27 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1602

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4301

დღის ამბები

2588

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

125

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

211

სამართალი

182

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბები

საზოგადოება „ქართული“ 22 ივნისს შეხვედრას ზუგდიდში გამართავს

21.06.2024 / 21 ივნისი 2024
საზოგადოება „ქართული“ 22 ივნისს შეხვედრას ზუგდიდში გამართავს

საზოგადოება ,,ქართული“, რომელიც 2024 წლის 14 აპრილს დაფუძნდა და მიზნად გლობალიზაციის გამოწვევების პირობებში ჩვენი ერის იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის ხელშეწყობა დაისახა, რეგიონებში შეხვედრებს მართავს, – ამის შესახებ საუბარია სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში. ორგანიზაცია შეხვედრას ხვალ 22 ივნისს 13 საატზე ზუგდიდში დადიანების სასახლეში გამართავს.

„ქართულის“ თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას განცხადებით, საზოგადოებამ პრიორიტეტად დაისახა დღემდე საზოგადოებრივი პროცესებისგან გარკვეულად დისტანცირებული ერის ინტელექტუალური, განათლებული და კულტურული ნაწილის არენაზე დაბრუნებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართვისთვის მხარდაჭერა.

„პირველი შეხვედრა თბილისში ქართული საზოგადოების გამორჩეულ აკადემიურ წრეებთან და ხელოვნების აღიარებულ წარმომადგენლებთან უკვე შედგა. შეკრებაზე იყო აზრთა გაზიარებისა და იდეების შეჯერების ჯანსაღი ატმოსფერო. მაისი, მოგეხსენებათ, პოლიტიკურად ცხელი გამოდგა, რის გამოც მხოლოდ ახლა შევძელით დაგვეწყო გასვლები რეგიონებში“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

მისი აზრით, რეგიონებში მოღვაწე ერის ინტელექტუალური ნაწილი არის ოქროს ფონდი, რომელთა აქტიური ჩართვა საერთო ეროვნული საკითხების გააზრებასა და გადაჭრაში, არის დღეს გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ამოცანა.

„ჩვენი მიზანია რეგიონების კულტურის, ხელოვნების, განათლების და სხვა ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლებს გავაცნოთ ჩვენი ხედვები და ფიქრები გლობალიზაციის დღევანდელ ეპოქაში ერის წინაშე მდგარ ამოცანებსა და სირთულეებზე. მაგრამ, ჩვენთვის ამ პროცესში მთავარი მაინც არის მათი მოსმენა, მათი აზრების და წუხილის გაზიარება, ინიციატივების აკუმულაცია, რათა ეს საერთო ფიქრები, საბოლოოდ, დიდ ეროვნულ ენერგიად ვაქციოთ და თითო აგური დავდოთ საერთო ეროვნული თემების მოგვარების საქმეში“, – განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ თავმჯდომარემ.

საზოგადოება გეგმავს ანალოგიური შეხვედრები ყველა რეგიონში გამართოს.

Banner 1
წინა პოსტი

შავი ზღვის ეკოსისტემის პლასტიკით დაბინძურების საფრთხეების აღმოფხვრის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შემდეგი პოსტი

ზუგდიდის საჯარო ბაღებში რეგისტრაცია 1 აგვისტოდან დაიწყება

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ქართული ოცნება 15 ოქტომბერს ზუგდიდში რეგიონულ შეხვედრას გამართავს

ქართული ოცნება 15 ოქტომბერს ზუგდიდში რეგიონულ შეხვედრას გამართავს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ხვალ ზუგდიდში შეხვედრას გამართავს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ხვალ ზუგდიდში შეხვედრას გამართავს

პარლამენტის ქალი დეპუტატები ხვალ, 18 ივნისს ზუგდიდში შეხვედრას გამართავენ

პარლამენტის ქალი დეპუტატები ხვალ, 18 ივნისს ზუგდიდში შეხვედრას გამართავენ

დღის ამბები

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

ზუგდიდში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომელთაც 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ

ხობის მერი დავით ბუკია ნოჯიხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხობში ხელოვნურსაფარიანი ორი მინი სტადიონი შენდება