ხანძარს გადარჩენილი და-ძმის მდგომარეობა სტაბილურია
ზუგდიდში ბუკიას ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს გადარჩენილი და-ძმის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ, ზუგდიდის რეფერალურიი საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განაცხადა. მისი განცხადებით, არასრულწლოვნებს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
“პაციენტებს ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა. ორივეს მდგომარეობა ამ დროისთვის არის დამაკმაყოფილებელი.არასრულწლოვნები მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნებით შემოიყვანეს კლინიკაში. ბავშვების საავადმყოფოში დაფიქსირებისთანავე, შეტყობინება გაიგზავნა შესაბამის უწყებებში და შესაბამისი სამსახურები იმყოფებოდნენ კლინიკაში”- განაცხადა სულხან ორჟონიამ.
ცნობისთვის, ბუკიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩენილ ხანძარს 6 წლის ტყუპები ემსხვერპლნენ. ხანძრის დროს ბინაში მყოფი, უფროსი და-ძმის გადარჩენა მოხერხდა.
მსგავსი სიახლეები

მამაკაცი, რომელიც ძმის სახლისა და მანქანების დაზიანებისა და მუქარისთვის დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: უზომო ტკივილსა და მწუხარებას ვგრძნობთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის გარდაცვალების გამო




