stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

    სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

27 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1602

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4301

დღის ამბები

2588

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

125

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

211

სამართალი

182

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანარჩევნებიახალი ამბებიდღის ამბები

დავით კოდუა ახალგაზრდებს: თქვენ იქნებით  ჩართული ყველა გადაწყვეტილების მიღებაში, ჩვენ ზუგდიდი კიდევ უფრო მეტად უნდა გავხადოთ ახალგაზრდული ქალაქი

13.09.2024 / 13 სექტემბერი 2024
დავით კოდუა ახალგაზრდებს: თქვენ იქნებით  ჩართული ყველა გადაწყვეტილების მიღებაში, ჩვენ ზუგდიდი კიდევ უფრო მეტად უნდა გავხადოთ ახალგაზრდული ქალაქი

დღეს, ზუგდიდში ,,ქართული ოცნების ” ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისი ოფიციალურად  გაიხსნა. ,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალი შტაბი, კონსტანტინე გამსახურდიას N 35-ში მდებარეობს.

შტაბის გახსნას ქართული ოცნების დელეგატთან დავით კოდუასთან ერათად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

,,დღეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალი ოფისი გავხსენით, ეს იქნება ახალი კონცეფციის ახალგაზრდული ოფისი, სადაც უძლიერეს გუნდთან ერთად მე ყოველდღიურად ვიმუშავებ, ეს იქნება ახალგაზრდების იდეების გენერირების ადგილი – გეპატიჟებით ყველას ჩვენს დიდ ოჯახში.

ჩვენ დღეს ყველას გვაერთიანებს საქართველოს სიყვარული, ზუგდიდის კეთილდღეობა და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. თითოეული ჩვენგანი სწორედ ამიტომაც ვდგავართ დღეს ძალასთან, რომელიც საქართველოს მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით შეიყვანს ევროპაში. ჩვენ ეს განაცხადი შევიტანეთ კონსტიტუციაში, ჩვენ ეს განაცხადი დავიტანეთ „ქართული ოცნების“ ახალ ლოგოზე და ჩვენ ამ გზას, თქვენთან ერთად ბოლომდე გამარჯვებით გავივლით! 

მე, დავით კოდუა, ზუგდიდის დელეგატი ვგეგმავ თქვენთან, ახალგაზრდებთან ერთად ვაკეთო საქმე, თქვენ იქნებით  ჩართული ყველა გადაწყვეტილების მიღებაში, ჩვენ ზუგდიდი კიდევ უფრო მეტად უნდა გავხადოთ ახალგაზრდული ქალაქი, ამ გეგმებზე ვრცლად აუცილებლად  სხვა ფორმატში ვისაუბრებთ. 

მე მაქვს დიდი გამოცდილება თქვენთან ერთად ამ ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი საქმეების კეთების და ეს გამოცდილება დამეხმარება ვიყოთ კიდევ უფრო მეტად მობილიზებული, რომ ზუგდიდი გავხადოთ კიდევ უფრო მეტად წარმატებული.  

მე საოკუპაციო ხაზთან გავიზარდე, ვიყავი 2008 წლის ომის მონაწილე – ვიცი რას ნიშნავს მშვიდობა ამ ქვეყნის განვითარებისთვის – მე, აქედან, ზუგდიდიდან, ერთიანობის ციტადელიდან მივესალმები ჩვენს აფხაზ ახალგაზრდებს, ჩვენ ერთად აუცილებლად გავაერთიანებთ ძალებს – ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით და მხოლოდ ვაძლიერებთ”-აღნიშნა დავით კოდუამ.

ღონისძიება კონცერტით დაიხურა, რომელშიც თიკა ბალანჩინი-New One, ნიკოლშოუ და DJ ქერუბიმი მონაწილეობდნენ.

Banner 1
წინა პოსტი

ფოთის მერი: „ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ქალაქის იერსახის მოწესრიგებასა და გალამაზებაზე ზრუნვას“

შემდეგი პოსტი

ფოთში მარინისტული ფესტივალი მიმდინარეობს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

დავით კოდუა: სრულიად ზუგდიდს ექნება ჩემი უდიდესი მხარდაჭერა-ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, კიდევ უფრო მეტად, როგორ განვავითაროთ ეს მუნიციპალიტეტი

დავით კოდუა: სრულიად ზუგდიდს ექნება ჩემი უდიდესი მხარდაჭერა-ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, კიდევ უფრო მეტად, როგორ განვავითაროთ ეს მუნიციპალიტეტი

ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდი საკუთარი სახლია, სადაც ნაცნობია ყველა პრობლემა, მაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, რა გზით გავაძლიერო ქალაქი, როგორ უნდა მოვახდინოთ მისი კიდევ უფრო მეტი განახლება

ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდი საკუთარი სახლია, სადაც ნაცნობია ყველა პრობლემა, მაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, რა გზით გავაძლიერო ქალაქი, როგორ უნდა მოვახდინოთ მისი კიდევ უფრო მეტი განახლება

ირაკლი ჩიქოვანი – ზუგდიდი გახდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქალაქი, როგორც ზუგდიდელებისთვის, ისე ტურისტებისთვის, ჩვენ შევქმნით ამისათვის მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობას

ირაკლი ჩიქოვანი – ზუგდიდი გახდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქალაქი, როგორც ზუგდიდელებისთვის, ისე ტურისტებისთვის, ჩვენ შევქმნით ამისათვის მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობას

დღის ამბები

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

ზუგდიდში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომელთაც 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ

ხობის მერი დავით ბუკია ნოჯიხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხობში ხელოვნურსაფარიანი ორი მინი სტადიონი შენდება