ადგურ არძიმბა: ჩვენი მოთხოვნები უცვლელია – ასლან ბჟანია უნდა გადადგეს

,,ჩვენი მოთხოვნები უცვლელია – ასლან ბჟანია უნდა გადადგეს”, – ეს განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის ლიდერმა ადგურ არძინბამ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე გააკეთა.
„ვარიანტი, რომელსაც ბჟანია გვთავაზობს, არის ის, რომ ჩვენ ყველანი აქედან გავიდეთ, რის შემდეგაც ის მოვა ამ შენობაში და ხელს მოაწერს თანამდებობიდან წასვლის წერილს, არა მგონია, რომელიმე ჩვენგანმა დაიჯეროს ეს“, – განაცხადა არძინბამ.
„ასლან ბჟანია ახლა იქ, სადაც არის, ქმნის სამუშაოს იერსახეს და თავს აჩენს, თითქოს ყველაფერს აკონტროლებს. ფაქტობრივად, ეს ასე არ არის. მან სრულიად დაკარგა ლეგიტიმაცია. მიუხედავად ამისა, იქ ყოფნისას აქვს შესაძლებლობა ხელი მოაწეროს წერილს. გადადგომა, სანამ არ იქნება, ჩვენ არ წავალთ“, – დაამატა მიტინგზე გამოსვლისას ადგურ არძინბამ.






