მდინარაძე: ირაკლი ღარიბაშვილი და კონსტანტინე გამსახურდია პრეზიდენტის პოსტზე არ განიხილებიან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი არ იქნება და გუნდი სხვა პირზე შეჯერდა.
მისივე თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატად არც საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია განიხილება. ორივე კანდიდატურაზე მედია აქტიურად წერდა.
„ირაკლი ღარიბაშვილი კარგი პრეზიდენტი იქნება, თუ ის იქნება, მაგრამ არ იქნება, იმიტომ რომ გუნდი სხვაზე ჯერდება,“ – განაცხადა მდინარაძემ.






