პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

XI პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განახლებულმა მინისტრმა კაბინეტმა პარლამენტის ნდობა 84 ხმით, ერთხმად მიიღო, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი ირაკლი კობახიძე გამოვიდა, რომელმაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნო. ამის შემდეგ სიტყვით უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა.
სესიამდე მინისტრობის კანდიდატებს “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კომიტეტებისა და ფრაქციის ფორმატში მოუსმინეს.
მსგავსი სიახლეები

პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე: „ვულოცავ მე-8 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას ალექსანდრე ტყებუჩავას, რომელსაც საკრებულოს სრულმა შემადგენლობამ მაღალი ნდობა გამოუცხადა“




