ირაკლი კობახიძე: სკოლების პოლიტიზება არის ყოვლად ამორალური ქმედება,

სკოლების პოლიტიზება არის ყოვლად ამორალური ქმედება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ქმედება კიდევ ერთხელ აჩვენებს ლიბერალური ფაშიზმის სახეს.
„სკოლების პოლიტიზება არის კიდევ ერთი თემა, რასაც კიდევ ერთხელ მინდა შევეხო. ეს არის ყოვლად ამორალური ქმედება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ლიბერალური ფაშიზმის სახეს ზოგადად და ლიბერალური ფაშიზმის სახეს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.






