სოხუმის აეროპორტმა 30 წლის განმავლობაში პირველად საცდელი რეისი მოსკოვიდან მიიღო

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის აეროპორტმა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად მოსკოვიდან საცდელი რეისი მიიღო. ინფორმაციას სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
რუსული მედიის ინფორმაციით თვითმფრინავი სოხუმის განახლებულ აეროპორტში დაეშვა. ბორტზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა და აფხაზი სტუდენტების ჯგუფი იმყოფებოდა.
„ეს არის პირველი სატესტო რეისი, რომელიც რუსულმა ავიაკომპანია UVT Aero-მ განახორციელა. თვითმფრინავი სოხუმის განახლებულ „საერთაშორისო“ აეროპორტში დაეშვა“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წარმომადგენელმა, ჯანსუხ ნანბამ.
ინფორმაციისთვის, სოხუმის აეროპორტი 1960-იან წლებში აშენდა. აეროპორტს აფხაზეთშის აომარი მოქმედების შემდეგ არ უფუნქციონერია.






