3 თვის მონაცემებით სამეგრელო-ზემო სვანეთში ყაჩაღობის და ძარცვის არც ერთი ფაქტი არ ფიქსირდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 3 თვის განმავლობაში ყაჩაღობის და ძარცვის არც ერთი ფაქტი არ მომხდარა.
რაც შეეხება ნარკოდანაშაულს, მიმდინარე წელს სამართალდამცველებმა სამეგრელოს რეგიონში აღნიშნული ბრალდებით პასუხისგებაში 329 პირი მისცეს.






