stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

    სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

27 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1602

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4301

დღის ამბები

2588

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

125

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

211

სამართალი

182

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბები

მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდა

03.04.2025 / 3 აპრილი 2025
მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან ერთად რეგიონში, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებს შეხვდა.

გაფართოებულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, „საქართველოს მელიორაციის“ და სოფლის განვითარების სააგენტოს  რეგიონული სამსახურების თანამშრომლები  ესწრებოდნენ. 

მინისტრმა აღნიშნული სამსახურების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა საერთო საქმეში შეტანილი წვლილისთვის. 

„იმისათვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ, ფერმერებმა ოპერატიულად და სრულყოფილად ისარგებლონ იმ სერვისებით და პროგრამებით, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს, რეგიონული სამსახურების როლი უმნიშვნელოვანესია. აღსანიშნავია, რომ  ბოლო წლებში, რეგიონული სამსახურების გაძლიერების მიზნით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა  აუცილებლად თვალი უნდა გავუსწოროთ გამოწვევებსაც, რაც გვაქვს. მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში ფერმერებთან შეხვედრა და მათგან ინფორმაციის მიღება.  ამ ნაწილში თქვენი ჩართულობა მაქსიმალურად აქტიური უნდა იყოს, რათა ჩვენი უწყების ფარგლებში  მყისიერი და სწორი რეაგირება მოვახდინოთ იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა. 

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და ლაშა დოლიძე,  აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, მერები, და სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდა - image 2
მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდა - image 3
მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდა - image 4
Banner 1
წინა პოსტი

დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა

შემდეგი პოსტი

სურსათის ეროვნული სააგენტო: ,,სოფლის ნობათის” რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა – სეს მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იქნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იქნება

პრემიერმა საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი საქმიანობას სახელმწიფო სამსახურებში, მაღალ თანამდებობებზე განაგრძობენ

პრემიერმა საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი საქმიანობას სახელმწიფო სამსახურებში, მაღალ თანამდებობებზე განაგრძობენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი სენაკში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი სენაკში

დღის ამბები

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

ზუგდიდში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომელთაც 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ

ხობის მერი დავით ბუკია ნოჯიხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხობში ხელოვნურსაფარიანი ორი მინი სტადიონი შენდება