ფოთის ყველა საბავშვო ბაღს ახალი სათამაშოები გადაეცა

ქალაქის ყველა სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებას, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ახალი სათამაშოები გადაეცა.
სათამაშოების შესყიდვის პროცესი განხორციელდა მოქმედი სააღმზრდელო მეთოდოლოგიისა და აღსაზრდელთა ასაკობრივი კატეგორიების გათვალისწინებით.
შეძენილი ინვენტარი სრულად აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალისგან არის დამზადებული.
ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ბაგა-ბაღების სათამაშოებით შევსებისა და განახლების პროცესი მომდევნო სააღმზრდელო წელსაც გაგრძელდება.


მსგავსი სიახლეები

წალენჯიხის ერთ-ერთ საბავშვო ბაღს მყარი ბიოსაწვავი გადაეცა (R)

ფოთის მერობის კანდიდატი: „ ჩვენ ერთად შევძლებთ ყველა პრიორიტეტული პროგრამის განხორციელებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ფოთის მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას”




