stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

    სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

27 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1603

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4302

დღის ამბები

2589

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

125

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

211

სამართალი

182

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბებიკულტურა

14-15 ივლისს ზუგდიდში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და…” გაიმართება

12.07.2025 / 12 ივლისი 2025
14-15 ივლისს ზუგდიდში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და…” გაიმართება

14-15 ივლისს, ზუგდიდში პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის V საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და…“ გაიმართება. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

ფესტივალის ფარგლებში, 14 ივლისს, დადიანების ისტორიულ არქიტექტურულ მუზეუმში შედგება ჯემალ ჭკუასელისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა, ხოლო 20:00 საათზე, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში კონცერტი – ,,ჯემალ ჭკუასელი 90”.

15 ივლისს, 20:00 საათზე, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც უცხოური და ქართული სახელმწიფო აკადემიური და მუნიციპალური ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიების წამყვანია საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია.

პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის V საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და…“ 2019 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ინიციატივით დაფუძნდა.

ფესტივალის პრიორიტეტია ქართული ხალხური სიმღერების ავთენტურობის და საშემსრულებლო მანერის შენარჩუნება, შემოქმედებითი განვითარება, გამორჩეული ინდივიდუალური შემსრულებლებისა და ანსამბლების გამოვლენა, ფოლკლორის უნიკალური ნიმუშების გაცნობა-პოპულარიზაცია.

ფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად ეწყობა ღვაწლმოსილი ლოტბარების, ინდივიდუალური შემსრულებლების, ფოლკლორული ანსამბლების ფოტოგამოფენა და ტრადიციული რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

Banner 1
წინა პოსტი

მარტვილში მიმდინარე პროექტებს დავით ვერავა გაეცნო

შემდეგი პოსტი

პრეზიდენტი კულტურის მინისტრთან ერთად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრს ესტუმრა [ფოტო]

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

14-15 ივლისს, ზუგდიდში, პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხი და…“ გაიმართება

14-15 ივლისს, ზუგდიდში, პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხი და…“ გაიმართება

15 – 16 ივლისს, ზუგდიდში პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის IV საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და…” გაიმართება

15 – 16 ივლისს, ზუგდიდში პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის IV საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და…” გაიმართება

ზუგდიდში 14-15 ივლისს გრანდიოზული ფესტივალი გაიმართება

ზუგდიდში 14-15 ივლისს გრანდიოზული ფესტივალი გაიმართება

დღის ამბები

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

ზუგდიდში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომელთაც 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ

ხობის მერი დავით ბუკია ნოჯიხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხობში ხელოვნურსაფარიანი ორი მინი სტადიონი შენდება